მძლავრი ხმა, მუდმივად შენს გვერდით.
Beosound A5
მეტის გასაგებად ჩამოსქროლეთ
Beosound A5
4299
GEL
GEL
მძლავრი ჟღერადობა ყველგან — სახლში თუ გარეთ. Beosound A5 არის Wi-Fi და Bluetooth დინამიკი, ხანგრძლივი ბატარეით და ჩაშენებული უსადენო დამტენით.
ელეგანტური დიზაინის მიღმა იმალება სიმძლავრისა და სიზუსტის მთელი სამყარო, რომელიც უზრუნველყოფს ხმამაღალ ჟღერადობას ყველგან — შინ თუ გარეთ. მძლავრი ბასი. ჭკვიანი ფუნქციონალი.
ორმიმართულებიანი სისტემა ოთხი დრაივერით და ყველაზე მძლავრი ვუფერით ჩვენს პორტატულ დინამიკებს შორის. Beosound A5-ს არ უსმენ — მას გრძნობ. ჩვენი უახლესი აკუსტიკური ინოვაციები მოთავსებულია ერთ კომპაქტურ დიზაინში. RoomSense ტექნოლოგია კი აფასებს შენს სივრცეს და შესაბამისად ადაპტირებს ჟღერადობას — რათა ყოველთვის მიიღო იდეალური სიზუსტე და სისუფთავე.
ძლიერი ბასი. ჭკვიანი ადაპტაცია.
360-გრადუსიანი ჟღერადობა, რომელიც ყველას ჩართავს მუსიკაში — სურვილის შემთხვევაში, მარტივად შეამცირეთ ხმის მიმართულება უფრო პერსონალური მოსმენისთვის. ყველაფერი მარტივად იმართება B&O აპის საშუალებით.
მუსიკა ყველა მიმართულებით.
ეს პორტატული სიმძლავრე მზადაა ყველაფრის გაერთიანებისთვის. სტრიმინგი Wi-Fi-ით AirPlay ან Google Cast-ის მეშვეობით. გაქვს რამდენიმე დინამიკი? Beolink Multiroom საშუალებას გაძლევს, მუსიკა მთელ სახლში გადაანაწილო. კავშირი არ გაქვს? Bluetooth-ით დაკავშირება ერთ შეხებით.
სტრიმინგი? მარტივად.
შეგიძლია მარტივად გააჩერო, დაარეგულირო ხმა, გადაახვიო ტრეკი და გადაერთო ფავორიტ რადიოებსა და ფლეილისტებზე.
მარტივი კონტროლი.
გააუმჯობესე მოსმენის გამოცდილება Beosound A5 Limited Editions–ით
მხოლოდ შენთვის
Bluetooth და 12 საათამდე ბატარეის ხანგრძლივობა ნიშნავს, რომ მუსიკა არასდროს შეწყდება. ჩაშენებული Qi უსადენო დამტენი შენს მოწყობილობებს უწყვეტად ამარაგებს ენერგიით. ხოლო დანიაში დამზადებული ელეგანტური მუხის სახელური საშუალებას გაძლევს, მარტივად აიღო და წაიღო სადაც გინდა. Beosound A5 დაცულია IP65 სტანდარტით — მტვრისგან და წყლისგან დაცვა.
პორტატულობა? მოგვარებულია.
მუსიკის სტრიმინგი უკაბელოდ. სხვა დინამიკებთან მარტივი დაკავშირება. ყველაფერი მობილური, მოსახერხებელი შეფუთვით. ეს არის მუსიკის შემდეგი ნაბიჯი.
Beosound A5 მხოლოდ ხანგრძლივი გამოყენებისთვის არაა შექმნილი — ის გათვლილია მომავალზე. მოდულური დიზაინის დახმარებით შეგვიძლია ცალკეული დეტალების გამოცვლა და არა მთელი დინამიკის. ხოლო რეგულარული პროგრამული განახლებები ახალი ფუნქციებით ამდიდრებს გამოცდილებას, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო უკეთესი ხდება.
წინ უსწრებს დროსაც და ტენდენციებსაც.
შეაერთე ორი Beosound A5 სტერეო რეჟიმში უფრო ფართო აუდიო სივრცისთვის. ან გამოიყენე ჩვენი Mozart 2.0 პლატფორმა სხვა დინამიკების უკაბელოდ დასაკავშირებლად და მუსიკის მთელ სახლში ორკესტრირებისთვის.
შეცვალე. შეუხამე, ჯადოსნურად.
GamFratesi
დანიური დიზაინის სტუდია
ჩვენი შთაგონების წყარო Beosound A5-ისთვის მრავალფეროვანი იყო — დაწყებული ლეგენდარული Beolit სერიით, დამთავრებული სკანდინავიური ბუნებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მასალებით, ფერებითა და ტექსტურებით.
დეტალური, თუმცა მარტივი. Beosound A5 გამოხატავს სკანდინავიური დიზაინისა და მასალების არსს. ნამდვილი მუხა და მდიდარი ალუმინი — შეხებით შესაგრძნობი, შექმნილი რათა გაუძლოს დროს. შექმნილია GamFratesi სტუდიასთან თანამშრომლობით.
ფორმა და სიზუსტე.
სრული თავისუფლება. სრული კონტროლი.
პერსონალიზაციის სრული შესაძლებლობა B&O აპით. მარტივი საწყისი კონფიგურაცია, დაკვრის მორგება, ახალი ფუნქციების მიღება და სხვა.
მარტივი პირველად დაყენება
მარტივი პირველად დაყენება
მოირგეთ ჟღერადობა უკეთესი მოსმენის გამოცდილებისთვის
განაახლეთ უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა
RoomSense მკაფიო ხარისხისთვის ყველგან
სტერეო წყვილი მეტი ჩაძირვისთვის
სტერეო წყვილი მეტი ჩაძირვისთვის
  • Beosound A5
  • USB-C კვების ადაპტერი
  • USB დატენვის კაბელი, 2 მ
  • სწრაფი გაშვების სახელმძღვანელო
შეფუთვაში შედის
იპოვეთ ჩვენი შოურუმი
10:00 - 22:00
მისამართი: Galleria Tbilisi Mall, Shota Rustaveli 2/4
Bang & Olufsen Galleria Tbilisi.
ხშირად დასმული კითხვები
ახალი და ლიმიტირებული პროდუქტები
ექსკლუზიური ივენთები
პერსონიფიცირებული კონტენტი
სპეციალური შეთავაზებები
Behind the scenes
გაიგეთ პირველმა გრანდიოზული გახსნის დეტალები:
Bang & Olufsen Galleria Tbilisi
ქუქი-ფაილები
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად და საიტის მუშაობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი სერვისის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ამ ტექნოლოგიების გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
ქუქი-ფაილები
კონფიდენციალურობის პარამეტრების ცენტრი
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ქუქი-ფაილების პარამეტრები და მომხმარებლის გამოცდილება თქვენს არჩევანზე დაყრდნობით.
მინიმალურად აუცილებელი ქუქი-ფაილები
ეს ქუქი-ფაილები აუცილებელია ვებგვერდის საბაზისო ფუნქციონირებისთვის.
პროდუქტიულობის ქუქი-ფაილები
Disabled
ეს ქუქი-ფაილები გამოიყენება ვებსაიტის მუშაობის ანალიზისთვის და მისი ეფექტურობის გასაზომად.
ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას ჩვენს შოურუმში.
სართულის გეგმა