წესები და პირობები
გამოყენების წესები და პირობები
  1. შპს „ASBC“ (სარეგისტრაციო ნომერი: 402083311) იტოვებს უფლებას, შეცვალოს საიტის შინაარსი საკანონმდებლო ცვლილებებისა და შიდა პოლიტიკის შესაბამისად. საიტის მომხმარებლები უპირობოდ ეთანხმებიან ამ ცვლილებებს.
  2. საიტზე რეგისტრაციისას მომხმარებელი აძლევს „ASBC“-ს უფლებას, ელექტრონული კომუნიკაციის გზით დაუკავშირდეს მას და მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიის საქმიანობისა და მომხმარებელთა საჭიროებების შესაბამისად.
  3. სავაჭრო ნიშნები „iSpace“ და „iSupport“ წარმოადგენს „ASBC“-ის (სარეგისტრაციო ნომერი: 402083311) ექსკლუზიურ საკუთრებას. მათი უნებართვო გამოყენება სხვა საიტებზე, მეტა თეგებში, ბეჭდურ მედიაში ან სხვა საინფორმაციო სივრცეებში აკრძალულია კომპანიასთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე.
  4. პროდუქტები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკურ მაღაზიაში, ასევე ონლაინ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროდუქტის კალათაში დამატება არ გულისხმობს მის გარანტირებულ ხელმისაწვდომობას, რადგან ის შესაძლოა მაღაზიაში გაიყიდოს. ''iSpace'' შეკვეთის პროცესში შეგატყობინებთ ამის შესახებ.
  5. ტრანზაქციის უარყოფის შემთხვევაში, მომხმარებელი დაუყოვნებლივ მიიღებს ინფორმაციას უარყოფის მიზეზის შესახებ.
  6. კომპანია ვალდებულია, დროულად და ხარისხიანად განახორციელოს შეკვეთების დამუშავება და მიწოდება.
  7. მომხმარებელმა არ უნდა ჩაიბაროს დაზიანებული შეფუთვით მიღებული პროდუქტი საკურიერო კომპანიისგან და დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს „ASBC“-ს ელექტრონული ფოსტით (info@ispace.ge) ან დაუკავშირდეს საინფორმაციო სამსახურს (+995) 322 23 53 23. ჩაბარების შემდეგ, პროდუქტის გარეგან მდგომარეობასთან და კომპლექტაციასთან დაკავშირებული პრეტენზიები არ განიხილება. მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს შეფუთვა ხელმოწერამდე.
  8. ონლაინ შეძენილი პროდუქციის დაბრუნება რეგულირდება საქართველოს „მომხმარებელთა უფლებების“ კანონით. 2022 წლის 1 ივნისიდან, მომხმარებელს აქვს უფლება, დააბრუნოს ონლაინ შეძენილი ნივთი 14 კალენდარული დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ის იქნება პირვანდელ მდგომარეობაში, ყველა აქსესუარით და ყუთით, და არ იქნება აქტივირებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული პირობა არ ვრცელდება 30 ლარზე ნაკლები ღირებულების პროდუქტებზე.
  9. ტექნიკურად გაუმართავი/ქარხნული წუნის მქონე პროდუქტების დაბრუნება/გაცვლა განხორციელდება გარანტიის პირობების შესაბამისად, რაც მომხმარებელს მიეწოდება ელექტრონულად და გადაეცემა შეძენისას.
  10. დაბრუნებული პროდუქტის შემოწმების შემდეგ, ''ASBC'' შეცვლის მას ან განახორციელებს თანხის ანაზღაურებას შეძენისას გამოყენებულ ანგარიშზე 10 დღის განმავლობაში, მხოლოდ პროდუქტის ღირებულების ფარგლებში.
  11. თუ პროდუქტი ქარხნულად გაუმართავია, დაბრუნების ხარჯებს ''ASBC''დაფარავს; სხვა შემთხვევაში, ხარჯი ეკისრება მომხმარებელს.
  12. მომხმარებელი ვალდებულია, დაბრუნების მოთხოვნა გააგზავნოს ქოლცენტრში, სოციალური ქსელების პირად შეტყობინებაში ან ელექტრონულ ფოსტაზე info@ispace.ge. პროდუქტი უნდა დაბრუნდეს შეტყობინებიდან 7 დღის განმავლობაში, როგორც მითითებულია მუხლში 8.
  13. მომხმარებელი ვალდებულია, შეინახოს საკუთარი მომხმარებლის სახელი და პაროლი კონფიდენციალურად. კომპანია არ აგებს პასუხს ამ ინფორმაციის უნებართვო გამოყენებაზე და მომხმარებელმა უნდა აცნობოს კომპანიას შესაბამისი ზომების მისაღებად.
  14. მომხმარებლის რეგისტრაცია ადასტურებს, რომ მან წაიკითხა და ეთანხმება აღნიშნულ წესებსა და პირობებს, რომლებიც არეგულირებს მის ურთიერთობას ''ASBC''-თან.
  15. ლოგ ფაილები და ქუქი-ფაილები
iSpace ლოგ ფაილებს სტანდარტული წესით იყენებს. სხვა ვებგვერდების მსგავსად, iSpace ასევე იყენებს ქუქი-ფაილებს. ეს ფაილები ინახავს ინფორმაციას მომხმარებლის ქცევის შესახებ და ხელს უწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ლოგ და ქუქი-ფაილები აგენერირებენ და აგროვებენ შემდეგ მონაცემებს:

• IP მისამართი
• მოწყობილობის ტიპი
• ბრაუზერი
• საიტზე შესვლის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა
• პლატფორმა, საიდანაც მომხმარებელი გადმოვიდა iSpace-ზე
• ინფორმაცია მომხმარებლის ქმედებებზე iSpace-ის საიტზე (რას ეძებდა და რომელ პროდუქტებს ეწვია)

ეს მონაცემები არ იდენტიფიცირებს კონკრეტულ მომხმარებელს და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.