თანამედროვე დიზაინის ტელევიზორი — დაუვიწყარი კინემატოგრაფიული გამოცდილებისთვის.
Beovision Contour
ჩასქროლე და აღმოაჩინე
Beovision Contour
beovision-contour
30000
GEL
GEL
უკიდურესი დიზაინი, მინიმალისტური ტელევიზორი, რომელიც გამოირჩევა ძლიერი და სრული ჟღერადობით.
OLED-ის მკაფიო ვიზუალი და ჯილდოს მფლობელი ჟღერადობა ქმნის სრულყოფილ გარემოს ფილმების, სერიალებისა და ალბომებისთვის. ყველა-ერთში სახლის გასართობი სისტემა, რომელიც ელეგანტურად არის მოთავსებული მინიმალისტურ დიზაინში.
მოისმინეთ. დაინახეთ. შეიგრძენით.
გააუმჯობესეთ თქვენი სახლის გართობა
ალუმინის სახასიათო იატაკის სადგამი და ჩარჩო ქმნის უნიკალურ, მინიმალისტურ დიზაინს. არაფერი ზედმეტი – მხოლოდ სუფთა ყურების და მოსმენის გამოცდილება, რათა შეიგრძნოთ ყველაზე ავთენტური ტელევიზია.
საკულტო დიზაინი
თერთმეტი დრაივერი და გამაძლიერებელი უზრუნველყოფს მძლავრ, მრავალფენოვან ჟღერადობას Beosound Stage ტექნოლოგიით. ინტეგრირებული 3-არხიანი და Dolby Atmos სისტემა კი გამორჩეულ ხმოვანებას წარმოქმნის.
გამორჩეული აუდიო შესრულება
გამაძლიერებლები
11 გამაძლიერებელი
4 x 50 ვატიანი გამაძლიერებელი ბასისთვის
44 x 50 ვატიანი გამაძლიერებელი სრულსპექტრიანი ხმისთვის
3 x 50 ვატიანი გამაძლიერებელი ტვიტერებისთვის

დინამიკები
4 x 4" ვუფერი
4 x 1.5" საშუალო დიაპაზონის დინამიკი
3 x 3/4" ტვიტერი
დინამიკების ტიპი
მოქნილობისა და განთავსების კომფორტისთვის შექმნილი სადგამი და სამაგრები Beovision Contour-ს იდეალურ არჩევანად აქცევს როგორც სამზარეულოსთვის, ასევე საძინებლისთვის. შეარჩიეთ სხვადასხვა სპიკერის ქსოვილი და ჩარჩოს ფერი, რათა მოარგოთ ინტერიერს.
შექმნილია თქვენთვის
ულტრა-მსუბუქი და გამძლე – ვერტიკალური მილი და ზუსტი დამუშავების ალუმინის რგოლი ხელმისაწვდომია შესაბამის ფერებში და გაძლევთ ეკრანის 180 გრადუსით დაატრიალების საშუელაბს, რაც დაგეხმარებათ ოთახის სივრცის იდეალურად მორგებაში.
იატაკის სადგამი
დამზადებულია მყარი, მართკუთხა ალუმინისგან. სადგამი იდეალურია მაგიდების, დახლების და კარადებისთვის. ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერში, ჰარმონიული იერსახის შესაქმნელად.
მაგიდის სადგამი
უნაკლოდ კონსტრუირებული კედლის სამაგრი Beovision Contour-ის კედლიდან გამოწევის და 40 გრადუსამდე დახრის საშუალებას გაძლევთ. ფუნქცია ემსახურება ხედვისა და მოსმენის საუკეთესო გამოცდილების შექმნას.
კედლის სამაგრი
Struer-ში, დანიაში მდებარე Factory 5 ათწლეულების განმავლობაში ავითარებდა უნიკალურ ინჟინერიას და ტექნოლოგიებს. სწორედ აქ იწრთობა ალუმინი, რომელიც ქმნის Beovision Contour-ის უკომპრომისო ჩარჩოს.
ოსტატობის უმაღლესი დონე
Beovision Contour ასევე ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი multiroom მუსიკალური სისტემა. ინტეგრირებული აუდიო სტრიმინგის ტექნოლოგიები, როგორიცაა Chromecast built-in, Apple AirPlay 2 და Bluetooth, გაერთიანებულია TuneIn და Deezer-ის სერვისებთან, რაც თქვენს საყვარელ მუსიკასთან მარტივ წვდომას უზრუნველყოფს.
LG-ის ახალი თაობის 48" OLED ეკრანი უზრუნველყოფს რეალისტურ გამოცდილებასა და ფერთა გამას, მათ შორის მკვეთრ ფერებსა და აბსოლუტურ შავს. ისიამოვნეთ ფილმებით, სერიალებით და მუსიკალური კლიპებით ზუსტად ისე, როგორც არტისტმა ჩაიფიქრა.
სრულყოფილი გამოსახულება
კავშირი
Beovision Contour შეიქმნა მარტივად გამოსაყენებლად – ის მუშაობს Beoremote One-თან ერთად, რაც საშუალებას გაძლევთ ღილაკზე ერთი დაჭერით მიიღოთ Bang & Olufsen-ის გამოცდილება და ჩართოთ თქვენი საყვარელი არხი ან რადიოსადგური ოთხი პროგრამირებადი MyButtons-ით.
წვდომა ერთი შეხებით
მოარგეთ Beovision Contour თქვენს სივრცეს – შეარჩიეთ უნიკალური მასალები და შექმენით იდეალური დიზაინი. ესაუბრეთ Bang & Olufsen-ის წარმომადგენელს დღესვე და დაიწყეთ თქვენი იდეალური Beovision Contour-ის შექმნა. ერთად, ყველაფერი შესაძლებელია.
შთაგონებული თქვენით. შექმნილი ჩვენ მიერ.
იპოვეთ ჩვენი შოურუმი
10:00 - 22:00
მისამართი: Galleria Tbilisi Mall, Shota Rustaveli 2/4
Bang & Olufsen Galleria Tbilisi.
ხშირად დასმული კითხვები
ახალი და ლიმიტირებული პროდუქტები
ექსკლუზიური ივენთები
პერსონიფიცირებული კონტენტი
სპეციალური შეთავაზებები
Behind the scenes
გაიგეთ პირველმა გრანდიოზული გახსნის დეტალები:
Bang & Olufsen Galleria Tbilisi
ქუქი-ფაილები
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად და საიტის მუშაობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი სერვისის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ამ ტექნოლოგიების გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
ქუქი-ფაილები
კონფიდენციალურობის პარამეტრების ცენტრი
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ქუქი-ფაილების პარამეტრები და მომხმარებლის გამოცდილება თქვენს არჩევანზე დაყრდნობით.
მინიმალურად აუცილებელი ქუქი-ფაილები
ეს ქუქი-ფაილები აუცილებელია ვებგვერდის საბაზისო ფუნქციონირებისთვის.
პროდუქტიულობის ქუქი-ფაილები
Disabled
ეს ქუქი-ფაილები გამოიყენება ვებსაიტის მუშაობის ანალიზისთვის და მისი ეფექტურობის გასაზომად.
ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას ჩვენს შოურუმში.
სართულის გეგმა