აუცილებელი Wi-Fi დინამიკები სახლის შთამბეჭდავი ჟღერადობისთვის.
Beolab 18
ჩასქროლე და აღმოაჩინე
Beolab 18
beolab18
31000
GEL
GEL
უკიდურესი ლუქსი დინამიკების ნაკრები. 100 წლიანი გამოცდილება ინოვაციებისა და დიზაინის სფეროში, რომელიც ქმნის უპრეცედენტო ჟღერადობას. მარტივი დაკავშირება სახლის კინოთეატრის სისტემასთან ან სპეციალურად შერჩეულ მოსასმენი ოთახთან.
შეძენა
ყველაფერი, რაც Bang & Olufsen-ის სახელს ატარებს, სრულყოფილად არის დამუშავებული ხმის უმაღლესი ხარისხით გასაჟღერებლად.
Bang & Olufsen-ში უკვე თითქმის 100 წელია, რაც აკუსტიკისადმი განსაკუთრებული ვნება გვამოძრავებს – ჩვენი მისიაა მუდმივად ვეცადოთ, ვზომოთ და დავხვეწოთ ხმის რეპროდუქციის ტექნოლოგიები.
ჩვენი დინამიკები და აუდიოსისტემები დახვეწილი ტექნიკური ინსტრუმენტებია, საგულდაგულოდ დამუშავებული როგორც ხელით, ასევე სმენით, რათა უნაკლოდ გადმოგცეთ მუსიკის ყველა დეტალი და შემოგთავაზოთ ემოციური და ფიზიკური გამოცდილება. აკუსტიკის, ელექტრონიკის და მექანიკის ინჯინრები მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა თითოეული პროდუქტი სრულყოფილი იყოს.
ხმა ყველა შეგრძნებისათვის
გაფართოვეთ ხმის არეალი Beolab დინამიკებით და გაიტანეთ თქვენი სახლის კინოთეატრის გამოცდილება მისაღები ოთახის ფარგლებს გარეთ. შეისწავლეთ შესაძლებლობები და გაიგეთ, რატომ არის Bang & Olufsen-ის კინოთეატრის სისტემა ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ ფილმებისთვის განკუთვნილი აუდიოგადაწყვეტილება.
გაქვთ მეორე Beolab 18 ან იქნებ კლასიკური Beolab 8000? მარტივად დააკავშირეთ ისინი Beoconnect Core და ერთმანეთთან — ან სხვა Beolab დინამიკებთან — და შექმენით ერთიანი, მაღალი ხარისხის აუდიო სისტემა. უსასრულო შესაძლებლობები — ერთი შეუდარებელი ხმოვანი გამოცდილება.
აღმოაჩინეთ Bang & Olufsen-ის უსადენო ხმის შეუდარებელი გამოცდილება. დინამიკს მუშაობისთვის მხოლოდ ერთი კვების კაბელი სჭირდება, რაც გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ თქვენი სახლი მრავალარხიანი უსადენო აუდიოს სრულყოფილი ჟღერადობით აავსოთ.
უსადენო და უნაკლო შესრულება
ეს ელეგანტური დინამიკი საოცრად კომპაქტურია. მოწყობილობა შექმნილია ისე, რომ მარტივად მოერგოს ნებისმიერ სივრცეს - იქნება ეს თავისუფლად მდგომი იატაკის დინამიკი, თუ კუთხეში ან კედელზე განთავსებული მოწყობილობა.
ნებისმიერი ადგილი იდეალურია
ალუმინის სვეტი ინარჩუნებს თითქმის მაგიურ ბალანსს წვეტიან ბაზაზე, ხოლო დახვეწილი ხის ლამელები თითქოს ჰარმონიულად აფრქვევენ ხმას მთელ ოთახში, ზედა ნაწილში მოთავსებულ აკუსტიკურ ლინზასთან ერთად. ესაა დიზაინისა და ინჟინერიის სრულყოფილი ჰარმონია.
ხმის პოეტური ექსპრესია
Beolab 18 უნიკალური დიზაინისა და ინჟინერიის შედევრია, რომლის არსიც უმაღლესი აუდიოწარმადობაა. აკუსტიკური ლინზა თანაბრად ანაწილებს მაღალ სიხშირეებს 180-გრადუსიან ჰორიზონტალურ არეალში, რაც უზრუნველყოფს ბრწყინვალე ხმის ხარისხს არა მხოლოდ დინამიკის წინ, არამედ მთელ ოთახში.
დიზაინით მართული ინოვაცია
მისი გამორჩეული დიზაინის მიღმა, Beolab 18 აღჭურვილია მოწინავე აუდიოტექნოლოგიებით. ბასის ადაპტირებადი ლინეარიზაცია ავტომატურად არეგულირებს ბასის წონას იმის მიხედვით თუ რას უკრავს. ოთახის ადაპტაციის ფუნქცია კი ოპტიმიზაციას უწევს ხმას დინამიკის განთავსების მიხედვით.
ყველა მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალი
ავტომატურად რეაგირებს ექსტრემალურ პიკებზე ბასის რეგულირებით, რაც უზრუნველყოფს Bang & Olufsen-ის შეუდარებელ შესრულებას ნებისმიერ პირობებში.
ბასის ადაპტირებადი ლინეარიზაცია
ოთახის რეკომენდებული ფართი 10-40 მ² 100-400 ფტ²
დინამიკის კონფიგურაცია ერთ დინამიკზე: 1 x ¾" ტვიტერი 2 x 4" ვუფერი
გამაძლიერებელი ერთ დინამიკზე: 1 x 160 ვატიანი Class D ტვიტერი 1 x 160 ვატიანი Class D ვუფერი
სიხშირის დიაპაზონი 39 - 23.500 ჰც
მაქსიმალური ხმის წნევის დონე (SPL) @ 1 მ წყვილზე: 107 dB (SPL)
სტრიმინგ სერვისები Apple AirPlay Spotify Connect Google Cast TIDAL Connect B&O Radio Deezer QPlay 2.0 (through Beoconnect Core)
Beolink Multiroom კი (through Beoconnect Core)
რამდენიმე Bang & Olufsen დინამიკის სინქრონიზაცია
უსადენო კავშირები Wireless Power Link (24bit/48kHz) WiSA (24bit/96kHz)
ფიზიკური კავშირები ერთ დინამიკზე: 2 x Power Link (RJ45) 1 x RCA (L/R) 1 x Optical 1 x კვების წყარო
Beoconnect Core: 1 x კვების წყარო 1 x USB-C (Digital Performance Output) 1 x HDMI eARC (for TV-integration) 1 x Ethernet 1 x COMM (for Beosound Shape) 1 x Powerlink 1 x Line-In
მართვის მოწყობილობები Bang & Olufsen App Beoremote One BT Beoremote Halo (through Beoconnect Core)
დიახ! თქვენს შენაძენს უფასოდ და უსაფრთხოდ მოგიტანთ საქართველოს ნებისმიერ წერტილში. თბილისში – იმავე დღეს ან 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში – 5 დღემდე.
დიახ! მობრძანდით ჩვენს ბუტიკში პირადი კონსულტაციისთვის – დაგეხმარებით საუკეთესო საჩუქრის შერჩევაში. ასევე გთავაზობთ ექსკლუზიურ გრავირებასა და დიზაინს.
დიახ! შეგიძლიათ ჩვენს ბუტიკში დატესტოთ ან დაჯავშნოთ დემო ჩვენება თქვენს სახლში ან ოფისში, რაც დაგეხმარებათ სასურველი ტექნიკის სამიზნე აკუსტიკურ სივრცეში შემოწმებაში.
დიახ! Bespoke პროგრამის ფარგლებში შეგიძლიათ შეარჩიოთ ფერები და მასალები, რათა პროდუქტი იდეალურად მოარგოთ თქვენს ინტერიერს.
დიახ! ვთანამშრომლობთ ინტერიერის დიზაინერებთან – გთავაზობთ საუკეთესო გადაწყვეტილებებს აუდიოსისტემებისა და ტელევიზორებისთვის, სპეციალურ ფასებს, ასევე ვეხმარებით დაკავშირებასა და გამართვაში.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად და საიტის მუშაობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი სერვისის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ამ ტექნოლოგიების გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
ქუქი-ფაილები
კონფიდენციალურობის პარამეტრების ცენტრი
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ქუქი-ფაილების პარამეტრები და მომხმარებლის გამოცდილება თქვენს არჩევანზე დაყრდნობით.
ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას ჩვენს შოურუმში.