20 საუკუნის ფირსაკრავი. განახლებული 21–ე საუკუნისთვის.
Beogram 4000C
ჩასქროლე და აღმოაჩინე
Beolab 18
beolab18
31000
GEL
GEL
უკიდურესი ლუქსი დინამიკების ნაკრები. 100 წლიანი გამოცდილება ინოვაციებისა და დიზაინის სფეროში, რომელიც ქმნის უპრეცედენტო ჟღერადობას. მარტივი დაკავშირება სახლის კინოთეატრის სისტემასთან ან სპეციალურად შერჩეულ მოსასმენი ოთახთან.
1970-იან წლებში გამოშვებულმა Beogram 4000 სერიის ფირსაკრავებმა განსაზღვრეს ეპოქის ესთეტიკა. Beogram 4000 არის კლასიკა მუსიკის მოყვარულებისთვის. ხელოვნების მუზეუმების მუდმივი ექსპონატი და დიზაინის ისტორიის წიგნების განუყოფელი ნაწილი.
საკულტო სიმბოლო. გააზრებული მომავალში.
Beogram ფირსაკრავების გაახლება დიდი ხნის გეგმაა. გაახლების მიზანი, იმის ჩვენებაა, რომ არსებობს შეუცვლელი ღირებულებები, რომლებიც პროდუქტს უნიკალურს და ლამაზს ხდის. ეს ღირებულებები Bang & Olufsen-ს 1925 წლიდან მოჰყვება.

Beogram 4000c Recreated Limited Editions სერიით, ჩვენ გულმოდგინედ ვეძებთ და აღვადგენთ ორიგინალურ ფირსაკრავებს. ეს გამოცემები პატივს მიაგებს ჩვენს მდიდარ მემკვიდრეობას და ცოცხალ ტრადიციებს. გაახლებული სისტემები კი თანამედროვე აუდიო სისტემებსაც ერგება.

Beogram 4000c Recreated Limited Editions არის Bang & Olufsen-ის Classics Initiative-ის პირველი პროექტი: უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სხვა საკულტო მოწყობილობების გაახლებას და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებას.
თითოეულ Beogram ფირსაკრავს დანიაში, სტრუერში მდებარე ქარხანაში მომუშავე გამოცდილი ინჟინრების, ტექნიკოსებისა და ოსტატების გუნდი ამუშავებს. ფირსაკრავის თითოეული დეტალი ხელით იწმინდება და ახლდება.
ხელახლა გააზრებული ჩვენი ექსპერტების მიერ
Beogram 4000 სერიის განახლების პროცესი იწყება შერჩეული ფირსაკრავების უკან, სტრუერში, დაბრუნებით – იქ, სადაც ისინი თავდაპირველად შეიქმნა. თითოეული Beogram ხელით იშლება და დეტალურად მოწმდება, რათა განისაზღვროს აღდგენისათვის საჭირო პროცესები.
დაშლა და ინსპექტირება
1 ნაბიჯი
2 ნაბიჯი
3 ნაბიჯი
თითოეული კომპონენტი საგულდაგულოდ იწმინდება. ემატება ახალი ნაწილები – ყველაზე პატარა ხრახნიდან და კუთხოვანი საკისრიდან დაწყებული, მამოძრავებელი ქამრით დამთავრებული – რათა უზრუნველვყოთ მოწყობილობის ოპტიმალური მუშაობა. ამის შემდეგ, თითოეული Beogram ცალკე გადის ტესტირებას და მოდის მწყობრში, რათა დააკმაყოფილოს ხარისხის მკაცრი მოთხოვნები.
რესტავრაცია და განახლება
მოწყობილობის განახლებისას, ჩვენ ვამატებთ ახალ ელემენტებს, როგორიცაა ხელნაკეთი ხის ჩარჩო და ზედაპირის გაახლებული საფარი. ეს ყველაფერი მინიმალისტურ და ინტუიციურ საკონტროლო პანელს და Beogram-ის თავდაპირველ სილამაზეს უსვამს ხაზს. საბოლოო ეტაპზე კი, ვაუმჯობესებთ ტექნოლოგიებს – ვამონტაჟებთ წინასწარ გამაძლიერებელს და ვამატებთ ახალ კარტრიჯს, რათა Beogram მარტივად დაუკავშირდეს სახლის თანამედროვე აუდიო სისტემებს.
გაახლება და გაუმჯობესება
დრო იცვლება, მუსიკის მოსმენის გზებიც იცვლება, თუმცა დახვეწილი ჟღერადობისა და ძლიერი მუსიკის სილამაზე უცვლელია. Beogram 4000c Recreated Limited Edition აღჭურვილია ჩაშენებული წინასწარი გამაძლიერებლით, რაც მას სრულად თავსებადს ხდის თანამედროვე აუდიო სისტემებთან. ეს ნიშნავს, რომ Beogram 4000c-თან დაკავშირება უმარტივესია. ჩაეშვით ვინილის თბილ, უნიკალურ ანალოგურ ჟღერადობაში - რამდენიმე წამში.
Beogram-ის გამოყენება დღეს
ინოვაციური ტანგენციალური ტონარმი ნამდვილი ტექნოლოგიური გარღვევა იყო, რამაც განაპირობა Beogram-ის მყისიერი პოპულარობა. ეს ტექნოლოგია მხოლოდ ესთეტურ თვისებას არ ითავსებდა. ტანგენციალური ტონარმი იძლეოდა ვინილის ისეთი კუთხით დაკვრის საშუალებას, როგორი კუთხითაც მოხდა მისი ჩაწერა. შედეგად, Beogram მაქსიმალურად ახლოს იყო ჩანაწერის ორიგინალურ სახესთან და ინარჩუნებდა შემსრულებლის თავდაპირველ ჩანაფიქრს.
ინოვაციური დიზაინი, ინოვაციური ტექნოლოგია
Beogram 4000c Recreated Limited Edition ავსებს და აძლიერებს ფირსაკრავის თავდაპირველ ვიზუალსა და შეგრძნებას: ორიგინალური, გაპრიალებული და ანოდირებული ალუმინი ბუნებრივ ბზინვარებას გვთავაზობს. ხის ჩარჩოს დამატება კი სითბოსა და ინტიმურობას სძენს. ახალი თავსახურის დამატება კი ხაზს უსვამს Beogram-ის ელეგანტურ და დახვეწილ ესთეტიკას, რაც მას იდეალურად არგებს ნებისმიერ საცხოვრებელ სივრცეს.
ერგება ნებისმიერ ინტერიერს
  • Beogram 4000c
  • ხმის ამღები და ფირფიტის საწმენდი ფუნჯები ხელნაკეთი ტყავის ჩანთაში
  • ქსოვილის ელექტროსადენი
  • 5-პინიანი DIN სიგნალის კაბელი
  • Phono/Line სიგნალის ადაპტერის კაბელები
  • მომხმარებლის სახელმძღვანელო
  • ხელახლა დაბეჭდილი Beogram 4002-ის დიზაინის ისტორიის პუბლიკაცია
შეფუთვაში შედის
იპოვეთ ჩვენი შოურუმი
10:00 - 22:00
მისამართი: Galleria Tbilisi Mall, Shota Rustaveli 2/4
Bang & Olufsen Galleria Tbilisi.
ხშირად დასმული კითხვები
ახალი და ლიმიტირებული პროდუქტები
ექსკლუზიური ივენთები
პერსონიფიცირებული კონტენტი
სპეციალური შეთავაზებები
Behind the scenes
გაიგეთ პირველმა გრანდიოზული გახსნის დეტალები:
Bang & Olufsen Galleria Tbilisi
ქუქი-ფაილები
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად და საიტის მუშაობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი სერვისის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ამ ტექნოლოგიების გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
ქუქი-ფაილები
კონფიდენციალურობის პარამეტრების ცენტრი
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ქუქი-ფაილების პარამეტრები და მომხმარებლის გამოცდილება თქვენს არჩევანზე დაყრდნობით.
მინიმალურად აუცილებელი ქუქი-ფაილები
ეს ქუქი-ფაილები აუცილებელია ვებგვერდის საბაზისო ფუნქციონირებისთვის.
პროდუქტიულობის ქუქი-ფაილები
Disabled
ეს ქუქი-ფაილები გამოიყენება ვებსაიტის მუშაობის ანალიზისთვის და მისი ეფექტურობის გასაზომად.
ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას ჩვენს შოურუმში.
სართულის გეგმა