იმერსიული ხმის დახშობის მქონე ყურსასმენები. მოისმინე ყველა დეტალი.
Beoplay H95
ჩასქროლე და აღმოაჩინე
Beoplay H95
3519
GEL
GEL
მოძრავი. ზუსტად გათვლილი. განსაცვიფრებელი. ჩაიძირეთ ჩვენს რეგულირებად ხმაურის გაუქმების ყურსასმენებში, რომლებიც შეცვლიან ყოველგვარ მოსასმენ გამოცდილებას.
Beoplay H95 აერთიანებს ულტრა-დეტალიზებულ ჟღერადობას და მდიდრულ დიზაინს, რათა უზრუნველყოს დამსახურებული ხარისხი თქვენი მუსიკისთვის. ხმაურიანი გარემოს დახშობას კი მხოლოდ ერთი წამი სჭირდება.
ხელით შეგრძნებადი ოსტატობა. დახვეწილი ჟღერადობა. ხმაურის სრული ბლოკირება
მაგნიტური ყურსამაგრების ქვეშ დამალული სპეციალურად შექმნილი ტიტანის დრაივერები გათვლილია უმაღლესი ხმის სიწმინდისთვის, რომლის უნაკლობაზეც ჩვენი ტონმაისტერი ზრუნავს. შედეგი? კიდევ უფრო ღრმა ბასები, ენერგიული შუა ტონები და ბასრი მაღალი სიხშირეები. მარტივად რომ ვთქვათ: აღმოაჩენთ მუსიკის ჯადოსნურ დეტალებს, რომლებიც აქამდე აუცილებლად გამოგრჩებოდათ.
გამორჩეული ხმის ხარისხი
ხმის დახშობის 5 დონე H95-ს თითოეული ბგერის მარტივად დამორჩილების საშუალებას აძლევს – სახლის ფონური ხმაური, თუ ხმაურიანი გარესამყარო. უბრალოდ მოატრიალეთ ბორბალი და მოირგეთ ხმაურის დახშობის დონე სურვილისამებრ. H95 ასევე ადაპტირდება გარემოს შეცვლაზე, რათა შეგინარჩუნოთ მაქსიმალური აუდიო კომფორტი.
დააპაუზეთ სამყარო
Active Noise Cancellation (ANC) იყენებს ხმაურის ჩამხშობ დინამიკებს არასასურველი ფონის ხმის შესამცირებლად...
რა არის აქტიური ხმაურის დახშობა?
ეს ნათლად იკითხება ზედმიწევნით და მაქსიმალური დეტალიზაციით დამუშავებულ ცხვრის ტყავში. უზადო სიზუსტე იგრძნობა ჩანიჭრილ ალუმინის კონსტრუქციაშიც — მტკიცე, თუმცა ელეგანტური. ქეისიც კი თავის ისტორიას გვიამბობს: დროისგან დაუცხრომელი დიზაინი, შექმნილი რათა გაუძლოს დროს.
შექმნილია შეგრძნებებისთვის
დახვეწილი ჟღერადობა და მოწინავე ხმაურის ჩახშობა — და ამასთან, უწყვეტი ხმის სისუფთავე 38 საათის განმავლობაში. ANC გარეშე – 50 საათი.
ერთი მუხტი. დღეების ავტონომია.
სწრაფი დაყენება, ინტუიტიური მართვა და Bluetooth 5.1 საყვარელ მოწყობილობებთან მარტივად დაკავშირების საშუალებას გაძლევთ. ხოლო თუ თავად მოისურვებთ ჟღერადობის შექმნას, ოთხი მიკროფონი დაგეხმარებათ ხმის სუფთად და მკაფიოდ ჩაწერაში.
უწყვეტი კავშირი
Beoplay H95 შექმნილია შეგრძნებისთვის. კაბელი ალუმინის ელემენტებით და ყურსასმენების ფერთან შეხამებული ქსოვილით.
გამორჩეული აქსესუარები, შექმნილი რათა მოერგონ სამყაროს.
იმ იშვიათ მომენტებისთვის, როცა H95-ს მოიხსნით, შეგიძლიათ დაკეცოთ და მოათავსოთ რბილი ქსოვილის შიდა საფარის მქონე სპეციალურ ქეისში. სადაც არ უნდა წახვიდეთ, თქვენი ყურსასმენები ყოველთვის დაცულ და უსაფრთხო მდგომარეობაში იქნება.
პორტატული და დაკეცვადი
თითქმის არარეალური კომფორტი
ისეთი კომფორტული, თითქოს არც გიკეთიათ. ოვალური ფორმის მეხსიერების ქაფის ბალიშები, რბილი ცხვრის ტყავი და იდეალური მორგება მუსიკით მთელი დღის განმავლობაში დატკბობის საშუალებას გაძლევთ.
მუსიკა თქვენს ხელში
მეტი ბასი, მეტი სითბო, მეტი თქვენ. მოირგეთ მოსმენის გამოცდილება B&O აპის დახმარებით. Beosonic ექვალაიზერი და ხმაურის ჩახშობის რეგულირება გაძლევთ სრულ კონტროლს — ერთი შეხებით.
Beosonic ექვალაიზერი
Beosonic ექვალაიზერი
რეგულირებადი ხმაურის ჩახშობა
მოწყობილობების სწრაფად დაწყვილება
მოწყობილობების სწრაფად დაწყვილება
  • Beoplay H95 ყურსასმენები
  • ალუმინის ქეისი
  • USB-A-დან USB-C-ზე კაბელი, 1.25 მ
  • 3.5 მმ აუდიოკაბელი
  • მიკრობოჭკოვანი საწმენდი ქსოვილი
  • სწრაფი გაშევბის სახელმძღვანელო
  • მისალმების ბარათი
  • ინსტრუქციის და მოვლის ბარათი
შეფუთვაში შედის
იპოვეთ ჩვენი შოურუმი
10:00 - 22:00
მისამართი: Galleria Tbilisi Mall, Shota Rustaveli 2/4
Bang & Olufsen Galleria Tbilisi.
ხშირად დასმული კითხვები
ახალი და ლიმიტირებული პროდუქტები
ექსკლუზიური ივენთები
პერსონიფიცირებული კონტენტი
სპეციალური შეთავაზებები
Behind the scenes
გაიგეთ პირველმა გრანდიოზული გახსნის დეტალები:
Bang & Olufsen Galleria Tbilisi
ქუქი-ფაილები
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად და საიტის მუშაობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი სერვისის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ამ ტექნოლოგიების გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
ქუქი-ფაილები
კონფიდენციალურობის პარამეტრების ცენტრი
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ქუქი-ფაილების პარამეტრები და მომხმარებლის გამოცდილება თქვენს არჩევანზე დაყრდნობით.
მინიმალურად აუცილებელი ქუქი-ფაილები
ეს ქუქი-ფაილები აუცილებელია ვებგვერდის საბაზისო ფუნქციონირებისთვის.
პროდუქტიულობის ქუქი-ფაილები
Disabled
ეს ქუქი-ფაილები გამოიყენება ვებსაიტის მუშაობის ანალიზისთვის და მისი ეფექტურობის გასაზომად.
ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას ჩვენს შოურუმში.
სართულის გეგმა