უსადენო ყურსასმენები მოწინავე ხმაურის ჩახშობის სისტემით და დახვეწილი, მსუბუქი დიზაინით. შეიგრძენით მუსიკა გარე ხმაურის გარეშე, Beo Grace-ის დახმარებით. აკონტროლეთ მუსიკა ან ზარები მარტივი შეხებით . ისიამოვნეთ სუფთა ხმით, გაუმჯობესებული ელემენტის ხანგრძლივობით და კომფორტით მთელი დღის განმავლობაში.
Beo Grace გზას უხსნის ახალი დონის ხმას.შექმნილია ბუნებრივი ალუმინისგან. მბზინვარებამდე დახვეწილი. ასწლიანი გამოცდილების ნაყოფი. სკულპტურული სიმბოლო მომავალი საუკუნისთვის.
Beo Grace შექმნილია სრულიად ახალი აკუსტიკური არქიტექტურის საფუძველზე, დახვეწილი ჩვენი ინჟინრების მიერ გამორჩეული სიზუსტის ხმის გადასაცემად. მის გულში მდებარეობს 12 მმ ტიტანიუმის დრაივერი, რომელიც უზრუნველყოფს ღრმა ბასსა და დეტალურ მაღალ ტონებს.
ხმა, რომელსაც საზღვრები არ აქვს
გაიგე მეტი სივრცითი (Spatial) აუდიოზე
Dolby Atmos-ისთვის ოპტიმიზებული Beo Grace — ეს მხოლოდ მუსიკის მოსმენა არ არის. ის გითრევს ხმის სამყაროში, სანამ თითოეულ ნოტს არა მხოლოდ გაიგონებ, არამედ იგრძნობ — მთელი მისი სიღრმითა და ცოცხალი ენერგიით.
Beo Grace რეალურ დროში აერთიანებს ხმასა და სიჩუმეს, რათა შექმნას სრულიად შენზე მორგებული მოსმენის გამოცდილება. სადაც ყურადღება ბუნებრივად მიედინება, და ყოველგვარი ხმაური ჰორიზონტის მიღმა იძირება.
სადაც აკუსტიკური სიზუსტე განსაკუთრებულ ფორმას ერწყმის. სკულპტურული, როგორც სამკაული, ინჟინრული წარმადობით. ნედლი ალუმინიუმი, მბზინვარე პოლირების დასრულებით — თითოეული ზედაპირი სინათლეს ასახავს, დეტალებში სილამაზის ჩვენი ოსტატობის გამოხატულება.
ზედმიწევნით გამოყვანილი ალუმინიუმი, მარგალიტის მატე ზედაპირი, დეტალურად პოლირებული. შედეგი? ქეისი, რომელიც ყურსასმენივით თანამედროვეა. ცივია შეხებისას, თუმცა იდეალურია ხელში დაჭერისას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ვალდებულებას - მუშაობას მხოლოდ მდიდარ, ნატურალურ და ნამდვილ მასალებზე.
ინოვაციით გარემოცული
სკულპტურული დიზაინი სრულყოფილია წლების მანძილზე ჩატარებული კვლევებით. Beo Grace-ის დიზაინი 15%-ით კომპაქტურია. ახალი ოვალური ყურსასმენი ხელმისაწვდომია ოთხ ზომაში, სრულად მორგებული თქვენს კომფორტს. მოუსმინეთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, კომფორტზე კომპრომისის გარეშე.
შენზე მორგებული ფორმა
ალუმინის შემოქმედება
Beo Grace შექმნილია ფრთხილად გათვლილი ბატარეის მართვის სისტემის ირგვლივ, რომელიც უზრუნველყოფს დამუხტვის უნარს მდე 2000 ციკლი.* ეს ინდუსტრიულ სტანდარტთან შედარებით 4-ჯერ მეტია.
ციფრული: USB-C → USB-C ანალოგური: USB-C → Line-in Bluetooth LE აუდიო LC3 მხარდაჭერა
კავშირი
აქციე ქეისი უკაბელო აუდიო გადამცემად. USB-C ან Line-In შეერთებისას დაუყოვნებელი სტრიმინგი დაბალი შეფერხებით. იდეალური ფრენის დროს მოგზაურობისას, ლეპტოპიდან ფილმების ყურებისას, ან საყვარელ ვიდეო თამაშებში ჩასაძირად.
სტრიმინგი პირდაპირ ქეისიდან
სინათლე. დამუხტვა. მოქმედება.
სტრიმინგი პირდაპირ ქეისიდან
ელემენტის მუშაობის დრო მაქსიმუმ 4.5 საათი ANC–თან (მხოლოდ ყურსასმენები) მაქსიმუმ 17 საათი ANC–თან (მათ შორის დამტენი ქეისით)
დამუხტვის დრო ყურსასმენები: დაახლოებით 1.4 საათი (84 წუთი) დამტენი ქეისი: 1 საათი 5 წუთიანი დამუხტვით მიიღება დაახლოებით 2.5 საათი მოსმენა (როდესაც ელემენტი მთლიანად დაცლილია)
ელემენტი
Beo Grace-ის დამტენი ქეისი მუშაობს შეუმჩნევლად, 35 ზუსტად წვრილად გამოტანილი მიკრო ხვრელით დამალული ინდიკატორით, რომელიც მხოლოდ საჭირო დროს ბრწყინავს. სწრაფი და უკაბელო დამუხტვა უზრუნველყოფს ყურსასმენების ენერგიით მომარაგებას, რაც გაძლევს თავისუფლებას საათობით და შეუფერხებლად მოუსმინო მუსიკას.
სინათლე. დამუხტვა. მოქმედება.
შექმნილია ნაზი, პრემიუმ ტყავისგან. ექსკლუზიური დიზაინი, რომელიც მარტივად იკეცება ქეისის გარშემო. მორგებული ბუნებრივად, რბილი შეხებისთვის. შექმნილია გამოგყვეს ყველგან სადაც მუსიკა წაგიყვანს.
The Beo Grace-ის ჩანთა
Beo Grace ჩანთა
1049
GEL
GEL
წარმოგიდგენთ ჩვენს დახვეწილ ტყავის ყურსასმენების ჩანთას, რომელიც დამზადებულია იტალიაში. რბილი შეხება, ბუნებრივად ერგება ქეისს და ყოველთვის მზადაა თან გამოგყვეთ ყველგან. მოსახერხებელი საკიდით აღჭურვილი ჩანთა შექმნილია იმისთვის, რომ ყოველთვის თქვენს გვერდით იყოს.
გაიუმჯობესე აუდიო გამოცდილება და წარმოაჩინე შენი სტილი ყურსასმენებით, რომელიც ისეთივე უნიკალური, როგორც შენ.
აღმოაჩნიე Beo Grace-ის სრული პოტენციალი Bang & Olufsen-ის აპლიკაციით. გაიუმჯობესე მოსმენის გამოცდილება, მოარგე ინტერფეისი შენს გემოვნებას, გაიგე პირველმა ახალი ფუნქციები და აღამოაჩინე უამრავი შესაძლებლობა.
მოუსმინე შენი წესებით
დამტენი ქეისი უკაბელო დამუხტვის რეცივერით
ყურსასმენები: მარცხენა და მარჯვენა
USB-C → USB-C კაბელი დამუხტვისთვის, 0.5 მ
USB-C → 3.5 მმ ადაპტერი Dongle რეჟიმისთვის, 0.5 მ
სილიკონის ტიფები, 4 ზომა
სწრაფი დაწყების სახელმძღვანელო
Welcome ბარათი
შეფუთვაში შედის
დიზაინერი B&O დიზაინის გუნდი
დრაივერის ტიპი და ზომა ნეოდიმიუმი, 12 მმ დიამეტრის ტიტანიუმის დრაივერი
სიხშირის დიაპაზონი 10 – 20,000 ჰერცი
მორგებადი ხმის EQ წინასწარ დარეგულირებული პარამეტრები, სრულად მორგებადი Bang & Olufsen აპლიკაციიდან
დიზაინერი B&O დიზაინის გუნდი
მორგება სრულიად უკაბელო In-Ear ყურსასმენები
მასალები ალუმინიუმი პოლიმერი სილიკონი
ჭუჭყისა და წყლის წინააღმდეგობა IP57 (ყურსასმენები) IP54 (დამტენი ქეისი)
განზომილებები (სიგანე x სიმაღლე x სიღრმე) (მმ) ყურსასმენები: 21.9 × 31.3 × 25.4 მმ დამტენი ქეისი: 59.5 × 47 × 23.8 მმ
ელემენტის მუშაობის დრო მაქსიმუმ 4.5 საათი ANC–თან (მხოლოდ ყურსასმენები) მაქსიმუმ 17 საათი ANC–თან (დამტენი ქეისის ჩათვლით)
დამუხტვის დრო ყურსასმენები: დაახლოებით 1.4 საათი (84 წუთი) დამტენი ქეისი: 1 საათი 5 წუთიანი დამუხტვით მიიღება დაახლოებით 2.5 საათი მოსმენა, როდესაც ელემენტი სრულად დაცლილია
უკაბელო დამუხტვა კი (მხოლოდ დამტენი ქეისი)
Bluetooth ვერსია Bluetooth 5.3
Bluetooth კოდეკები AAC SBC LC3 (Dongle რეჟიმში ქეისის გამოყენებით)
ხმის ასისტენტების ინტეგრაცია Siri & Google (შესაძლებელია B&O აპლიკაციით დამატება)
მიკროფონები 6 × MEMS, ომნიდირექციული (სიტყვებისთვის სეგმენტირებული) Wind Guard მხარდაჭერით
ფიზიკური კავშირები 1 × USB-C (დამტენი ქეისი) ციფრული და ანალოგური ინპუტის მხარდაჭერით
მართვის კონტროლები მოწყობილობაზე არის
მულტიპოინტი კი, ორ მოწყობილობაზე
სერთიფიკატები / სწრაფი წყვილება Made for iPhone (MFI) Microsoft Swift Pair
დიახ! თქვენს შენაძენს უფასოდ და უსაფრთხოდ მოგიტანთ საქართველოს ნებისმიერ წერტილში. თბილისში – იმავე დღეს ან 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში – 5 დღემდე.
დიახ! მობრძანდით ჩვენს ბუტიკში პირადი კონსულტაციისთვის – დაგეხმარებით საუკეთესო საჩუქრის შერჩევაში. ასევე გთავაზობთ ექსკლუზიურ გრავირებასა და დიზაინს.
დიახ! შეგიძლიათ ჩვენს ბუტიკში დატესტოთ ან დაჯავშნოთ დემო ჩვენება თქვენს სახლში ან ოფისში, რაც დაგეხმარებათ სასურველი ტექნიკის სამიზნე აკუსტიკურ სივრცეში შემოწმებაში.
დიახ! Bespoke პროგრამის ფარგლებში შეგიძლიათ შეარჩიოთ ფერები და მასალები, რათა პროდუქტი იდეალურად მოარგოთ თქვენს ინტერიერს.
დიახ! ვთანამშრომლობთ ინტერიერის დიზაინერებთან – გთავაზობთ საუკეთესო გადაწყვეტილებებს აუდიოსისტემებისა და ტელევიზორებისთვის, სპეციალურ ფასებს, ასევე ვეხმარებით დაკავშირებასა და გამართვაში.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად და საიტის მუშაობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი სერვისის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ამ ტექნოლოგიების გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
ქუქი-ფაილები
კონფიდენციალურობის პარამეტრების ცენტრი
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ქუქი-ფაილების პარამეტრები და მომხმარებლის გამოცდილება თქვენს არჩევანზე დაყრდნობით.
ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას ჩვენს შოურუმში.
სართულის გეგმა
გამჭვირვალობა
ხმაურის აქტიური ჩახშობა
სრულიად ადაპტიური ANC (Full Adaptive ANC) EarSense™ 2.0 TrueTransparency™ – 5 დონე აპლიკაციიდან კონტროლისთვის
ხმაურის იზოლაცია
ჩვენი უახლესი, მაღალი სიზუსტის მიკროფონის წყალობით, TrueTransparency™ საშუალებას გაძლევთ გესმოდეთ გარემოს ხმა სრულყოფილად, ხარვეზის გარეშე. ყველაფერი ისე ბუნებრივად ჟღერს, თითქოს ყურსასმენები საერთოდ არც გიკეთიათ.
TrueTransparency™
სრულიად ადაპტიური ANC (Full Adaptive ANC) EarSense™ 2.0 TrueTransparency™ – 5 დონე აპლიკაციიდან კონტროლისთვის
ხმაურის იზოლაცია
ჩვენი ადაპტიური აქტიური ხმის ჩახშობის ტექნოლოგია აღიქვამს გარემოს ხმაურს და პერსონალურად აფასებს ყურის უნიკალურ აკუსტიკურ ნიშნებს. ეს რეალურ დროში უზრუნველყოფს ხმისა და სიჩუმის კონტრასტს, რათა შეიგრძნოთ ბგერა და მიიღოთ პერსონალური გამოცდილება.
Beo Grace ახალ ერას იწყებს Bang & Olufsen-ის ყურსასმენების ისტორიაში. ის გვთავაზობს 4-ჯერ უფრო ეფექტურ ANC-ს, ვიდრე ეს ჩვენს წინა საუკეთესო ყურსასმენებს ჰქონდათ, თუმცა ყოველგვარი დისკომფორტის და არაბუნებრივი წნევის შეგრძნების გარეშე. ის უზრუნველყოფს სუფთა, მარტივ და დამამშვიდებელ გამოცდილებას.
ხმაურის აქტიური ჩახშობა
ზარის ხმის ხარისხი
ქარის ჩახშობა
6 × MEMS მიკროფონი, ომნიდირექციული Beamforming ხმების აღებისთვის AI ხმაურის მოცილება
მიკროფონები
სტუდიური ხარისხის მიკროფონი, თანამედროვე AI ხმაურის დამხშობით, კონცეტრირდება მხოლოდ თქვენს ხმაზე, ფილტრავს გარემოს ხმაურს და უზრუნველყოფს თითოეული ზარი კრისტალურად სუფთად ჟღერდეს - მზადაა ნებისმიერი დღის გამოწვევისთვის.
ზარის ხმის ხარისხი
6 × MEMS მიკროფონი, ომნიდირექციული Wind Guard (ქარის დაცვის სისტემა)
მიკროფონები
შექმნილია სიმშვიდისთვის ქარიან ამინდში. აკუსტიკური ქსელებისა და კამერების სპეციალური კომბინაცია ქარს მიკროფონთან მოღწევამდე, ალუმინიუმში შეღწევამდე ფანტავს. თუ კი მაინც შეძლო შეღწევა, TrueTransparency™ და ANC ალგორითმები ავტომატურად არეგულირებენ და დარჩენილი ხმაური მინიმუმამდე დაჰყავთ.
ქარის ჩახშობა
მოქმედების კონტროლი
NearTap™
ისიამოვნეთ ზუსტი და სასიამოვნო მოქმედების კონტროლის სენსორებით, რომელიც მოთავსებულია ალუმინიუმის სტემში. ყოველი დაჭერით გვთავაზობს უკუკავშირს რეალურ დროში, რომელიც კლიკის შეგრძნებას გვაძლევს. გამოიყენეთ მუსიკის მოსასმნის დასაწყებად ან პაუზის გასაკეთებლად, მუსიკის გადასახვევად ან აქტიური ხმაურის (ANC) და Transparency რეჟიმების შესაცვლელად. ყოველი დაჭერა კრისტალურად სუფთა და განზრახულია, უფრო უსაფრთხოა ვიდრე უბრალოდ შეხება.
მოქმედების კონტროლი
NearTap™-ის დახმარებით არ არის საჭირო შეეხოთ ყურსასმენს. უბრალოდ შეეხეთ კანს ყურის არეში - მარჯვენა მხარეს ხმის აწევისთვის, მარცხენა მხარეს ხმის დაწევისთვის. ეს ყველაფერი ხმის კონტროლს ისე ინტიუტიურს ხდის ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. მარტივი. სრული სიზუსტით. ძალისხმევის გარეშე.
NearTap™
მორგებადი დამუხტვის სისტემა
*ტესტირება ჩატარდა Breathe ლაბორატორიის პირობებში **ციფრი განსაზღვრულია უსადენო ყურსასმენების ბატარეის საშუალო სიცოცხლის მიხედვით
Breathe ტექნოლოგიები ელემენტისთვის
Beo Grace-ის გულში მოთავსებულია სპეციალურად შექმნილი ელემენტის მართვის სისტემა, რომელმაც ტესტირების შედეგად 2,000*-ზე მეტი დამუხტვის ციკლი გადალახა, ამ შედეგით ის გახდა ახალი სტანდარტი აუდიო სამყაროში. მანამდე, 500** ციკლი იყო ნორმა უმეტეს კონსუმერულ ელექტროტექნიკაში. ეს გვიჩვენებს, თუ რა არის შესაძლებელი, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფა და დიზაინი ერთად მუშაობის ელემენტის სიცოცხლის გახანგრძლივებაზე.