წარმოუდგენელი სტილი. შეუდარებელი ხმა.
Beosound A1 3rd Gen
ჩასქროლე და აღმოაჩინე
Beosound A1 3rd Gen
Артикул: 1200633
1229
GEL
GEL
პორტატული Bluetooth დინამიკი გაუმჯობესებული ბასის ხარისხით, თვალწარმტაცი 360-გრადუსიანი ხმით და ბატარეით, რომელიც მოლოდინებს აჭარბებს.
პატარა ფორმატში მოთავსებული მძლავრი ჟღერადობა. მაღალი სიზუსტით დამუშავებული ალუმინის კორპუსი, რომელსაც ვერაფერი ედრება. ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.
კატეგორიაში ყველაზე დიდი ვუფერით, Beosound A1 გვავაზობს უჩვეულოდ ღრმა ბასს და ხმოვან ეფექტს, რომელიც ავსებს ნებისმიერ სივრცეს - ყველაფერი მოსახერხებელ და კომპაქტურ დიზაინში.
კომპაქტური ზომა. სერიოზული ხმა.
საუკეთესო მომენტები დიდხანს უნდა გაგრძელდეს. Beosound A1 მუშაობს 24 საათამდე — საუკეთესო მომენტი, რომელიც მთელ დღეს გასტანს.
სიმძლავრე, რომელიც გვაცოცხლებს
სახლში თუ ბუნებაში — სამმიკროფონიანი სისტემა მკაფიო და მკვეთრ ხმას უზრუნველყოფს.
ყოველთვის მკვეთრი. ყველგან ეფექტური.
დააჭირე Play-ს და გადაეშვი. Bluetooth, Microsoft Swift Pair და Google Fast Pair მხარდაჭერით, Beosound A1 მყისიერად ერთდება და ინარჩუნებს კავშირს. საუნდტრეკი, რომელიც არასდროს გაწყდება.
მზად არის კავშირისთვის
ერთი Beosound A1 უნაკლოდ ავსებს სივრცეს. ორი კი სრულად იმორჩილებს გარემოს. მიიღე თამამი და იმერსიული სტერეო ჟღერადობა. სტერეო დაწყვილებით შეგიძლია სხვადასხვა თაობის მოდელების დაკავშირებაც — მაგალითად, Beosound A1 2nd Gen და 3rd Gen.
ემოციური სტერეო გამოცდილება
ზოგი რამ უბრალოდ უნაკლოა. მარგალიტით დამუშავებული ალუმინი, რბილი ტყავის სამაგრი, 2173 მაღალი სიზუსტით გამოჭრილი ხვრელი. თითქმის საუკუნოვანი გამოცდილებით, Beosound A1 უბრალო დინამიკი არაა — ეს ხელოვნების ნიმუშია. და რაც მთავარია, მისი ზომა იდეალურია მოგზაურობისას.
ხმოვანი გამოცდილება, რომელიც იგრძნობა
როდესაც გვიყვარდება, გვსურს რომ გრძნობა უსასრულოდ გაგრძელდეს. Beosound A1 3rd Gen არის მსოფლიოში პირველი Cradle to Cradle Certified® (ბრინჯაო) Bluetooth დინამიკი — შექმნილი გამძლეობის გათვალისწინებით. მას შეაკეთებ, თუმცა არ შეცვლი - თანამგრზავრი, რომელიც არასდროს მიგატოვებს.
წრიული და არა მხოლოდ ფორმით
მტვრისგან დაცული. წყალგამძლე. თავგადასავლებისთვის მზად. Beosound A1 აგრძელებს მუშაობას, მიუხედავად წვიმის, ქვიშის თუ ქარიშხლისა - მუსიკა არ უნდა გაჩერდეს, როცა ამინდი იცვლება.
მზად არის ნებისმიერი ამინდისთვის
ჩვენ ვამბობთ, რომ ეს დინამიკი გამძლეა — და ამას ვგულისხმობთ. Beocare-ის მეშვეობით გთავაზობთ ხუთწლამდე გარანტიას Beosound A1 3rd Gen-ზე. დაცულია არა მხოლოდ გარანტიით, არამედ ხარისხზე რეალური პასუხისმგებლობით.
გარანტია 5 წლამდე
*ბატარეის შეცვლა მხოლოდ ავტორიზებულ B&O სერვის ცენტრსა ან შოურუმში.
შეცვლადი ბატერეის დიზაინით*, Beosound A1 3rd Gen წლობით იმუშავებს.
შექმნილია შეკეთების და არა ჩანაცვლებისთვის
Beosound A1 მომენტები
ავტორები: @leonitibrahimi @luiswest.art
  • Beosound A1 3rd Gen
  • სწრაფი დაწყების სახელმძღვანელო
  • ტექსტილის USB-C დან USB-C კაბელი, 1.25 მ
შეფუთვაში შედის
იპოვეთ ჩვენი შოურუმი
10:00 - 22:00
მისამართი: Galleria Tbilisi Mall, Shota Rustaveli 2/4
Bang & Olufsen Galleria Tbilisi.
ხშირად დასმული კითხვები
ახალი და ლიმიტირებული პროდუქტები
ექსკლუზიური ივენთები
პერსონიფიცირებული კონტენტი
სპეციალური შეთავაზებები
Behind the scenes
გაიგეთ პირველმა გრანდიოზული გახსნის დეტალები:
Bang & Olufsen Galleria Tbilisi
ქუქი-ფაილები
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად და საიტის მუშაობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი სერვისის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ამ ტექნოლოგიების გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
ქუქი-ფაილები
კონფიდენციალურობის პარამეტრების ცენტრი
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ქუქი-ფაილების პარამეტრები და მომხმარებლის გამოცდილება თქვენს არჩევანზე დაყრდნობით.
მინიმალურად აუცილებელი ქუქი-ფაილები
ეს ქუქი-ფაილები აუცილებელია ვებგვერდის საბაზისო ფუნქციონირებისთვის.
პროდუქტიულობის ქუქი-ფაილები
Disabled
ეს ქუქი-ფაილები გამოიყენება ვებსაიტის მუშაობის ანალიზისთვის და მისი ეფექტურობის გასაზომად.
ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას ჩვენს შოურუმში.
სართულის გეგმა