Beoremote Halo
1305400
2299
GEL
GEL
დისტანციური მართვის პულტი, რომელიც გაძლევთ წვდომას მუსიკასა და ჭკვიანი სახლის ფუნქციებზე მობილურის გარეშე. ინტეგრირებული სენსორული ეკრანით. მარტივი და ინტუიტიური გამოყენებისთვის.
Beoremote Halo გთავაზობთ მარტივ და კომფორტულ ინტერფეისს Bang & Olufsen-ის მუსიკალური სისტემის სამართავად. Beoremote Halo-სთან მიახლოებისას ინთება ეკრანი. მუსიკის არჩევას კი მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერა სჭირდება. მობილური მოწყობილობის გამოყენება ან აპლიკაციის ძებნა საჭირო აღარაა.
მუსიკა ერთი შეხებით — მარტივი და მოსახერხებელი
Beoremote Halo-სთან შესაძლებელია Beosound Core-ს დაკავშირება, Beolab დინამიკებთან ან Beosound Shape-თან ერთად გამოსაყენებლად. ასევე შესაძლებელია მისი პირდაპირი დაკავშირება ჩვენს მულტირუმ დინამიკებთან. თავსებადობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ტექნიკურ სპეციფიკაციებში.
პარამეტრები: მაგიდაზე დასადგამი, კედელზე დამონტაჟებული
მაგიდაზე დასადგამი
მაგიდაზე დასადგამი მოიცავს ჩაშენებულ ბატარეას, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად ატაროთ იგი ოთახიდან ოთახში. დამუხტვა შესაძლებელია USB-C კაბელით ან Beoplay Charging Pad-ის მეშვეობით. დამატებითი ინსტალაცია საჭირო არ არის – მოწყობილობა პირდაპირ უკავშირდება დინამიკებს ან Beosound Core-ს და ერთი შეხებით იწყებს მუსიკის დაკვრას.
პორტატული და დინამიკური
კედელზე დასამონტაჟებელი
კედელზე დასამონტაჟებელი Beoremote Halo იდეალურად ერწყმის ინტერიერს. განათავსეთ მოწყობილობა სახლის ცენტრში ან თითოეულ ოთახში და მოუსმინეთ მუსიკას ნებისმიერ დროს. მოითხოვეთ პერსონალიზებული მონტაჟი თქვენს ადგილობრივ მაღაზიაში.
მარტივი, როგორც შუქის ანთება
შესრულება
Beoremote Halo-ს ეკრანზე განთავსებულია ოთხი ფავორიტი ღილაკი. თუ უსმენთ კონკრეტულ რადიოსადგურს თქვენს Bang & Olufsen მუსიკალურ სისტემაზე, ხანგრძლივად დააჭირეთ ერთ-ერთი ღილაკს და სადგური დაფიქსირდება ამასზე. მექანიზმი მუშაობს, როგორც წლების განმავლობაში ავტომობილების რადიოებზე.
მუსიკა ერთი შეხებით
ელეგანტური ავტომატიზაცია
Beoremote Halo მარტივად ინტეგრირდება BeoLiving Intelligence-სთან ჭკვიანი სახლის კონტროლისთვის. შეგიძლიათ გამორთოთ განათება, დაარეგულიროთ ფარდები, შეცვალოთ ტემპერატურა, გაზარდოთ მუსიკის ხმა და სხვა. Halo-ს სახლის ავტომატიზაციის ინტერფეისი ავტომატურად კონფიგურირდება BeoLiving Intelligence Essential-ის მიერ, დამატებითი პერსონალიზაციისთვის კი შესაძლებელია BeoLiving Intelligence Pro-ს გამოყენება. თქვენი სახლის კონტროლს მხოლოდ წამები დასჭირდება.
მართეთ თქვენი სახლი
ფუნქციონალი
Beoremote Halo გიჩვენებთ როგორც შენახულ საყვარელ სადგურებს, ასევე ჩაშენებულ მუსიკალურ წყაროებს. ეკრანზე გამოჩნდება Bang & Olufsen-ის ყველა მუსიკალური სისტემა და ავტომატურად ჩაირთვება ბოლოს გამოყენებულ მოწყობილობაზე.
სახლის აუდიოსისტემასთან დაკავშირება
დიზაინი
მაგიდაზე დასადგამი თუ კედელზე დასამონტაჟებელი, Beoremote Halo მოიცავს ინტეგრირებულ სენსორულ ეკრანს, რომელსაც ალუმინის რგოლი აკრავს გარშემო, აკონტროლებს ხმის სიმძლავრეს და თითქოს ჰაერშია გამოკიდებული. შექმნილი როგორც ინტერიერის ნაწილი. Beoremote Halo აერთიანებს მასალებისა და ოსტატობის დახვეწილობას Bang & Olufsen სისტემის სრულყოფილი კონტროლით. მისი საკულტო დიზაინი იდეალურად ერწყმის ნებისმიერ სივრცეს.
ნამდვილი მაგია
ოსტატობა
Beoremote Halo შეიქმნა როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტური ელემენტი – მოიახლოებისას ნათდება. ელეგანტური ალუმინის წრე დამზადებულია Bang & Olufsen-ისთვის დამახასიათებელი უმაღლესი დეტალების დამუშავებით. თქვენს სახლში შეგიძლიათ დაამატოთ იმდენი Beoremote Halo, რამდენიც გსურთ. უსადენო დამუხტვა უზრუნველყოფს მუსიკის მოსმენას ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს.
ფორმა ხვდება ფუნქციონალს
  • მაგიდაზე დასადგამი: Beoremote Halo და USB-A-დან USB-C-მდე კაბელი (დაახლოებით 1 მეტრი)
  • კედელზე დასამონტაჟებელი: დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ მაღაზიას პერსონალური მონტაჟისთვის.
შეფუთვაში შედის
იპოვეთ ჩვენი შოურუმი
10:00 - 22:00
მისამართი: Galleria Tbilisi Mall, Shota Rustaveli 2/4
Bang & Olufsen Galleria Tbilisi.
ხშირად დასმული კითხვები
ახალი და ლიმიტირებული პროდუქტები
ექსკლუზიური ივენთები
პერსონიფიცირებული კონტენტი
სპეციალური შეთავაზებები
Behind the scenes
გაიგეთ პირველმა გრანდიოზული გახსნის დეტალები:
Bang & Olufsen Galleria Tbilisi
ქუქი-ფაილები
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად და საიტის მუშაობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი სერვისის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ამ ტექნოლოგიების გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
ქუქი-ფაილები
კონფიდენციალურობის პარამეტრების ცენტრი
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ქუქი-ფაილების პარამეტრები და მომხმარებლის გამოცდილება თქვენს არჩევანზე დაყრდნობით.
მინიმალურად აუცილებელი ქუქი-ფაილები
ეს ქუქი-ფაილები აუცილებელია ვებგვერდის საბაზისო ფუნქციონირებისთვის.
პროდუქტიულობის ქუქი-ფაილები
Disabled
ეს ქუქი-ფაილები გამოიყენება ვებსაიტის მუშაობის ანალიზისთვის და მისი ეფექტურობის გასაზომად.
ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას ჩვენს შოურუმში.
სართულის გეგმა