გადაიყვანეთ კინოთეატრის გამოცდილება ახალ დონეზე Beolab 28-თან ერთად.
Beolab 28
მეტის გასაგებად ჩამოსქროლეთ
Beolab 28
beolab28
62000
GEL
GEL
კედელზე დამონტაჟებული თუ იატაკზე დასადგმელი – არჩევანი თქვენია. ელეგანტური და იკონური უსადენო სტერეო დინამიკები, რომლებიც ნებისმიერ სივრცეს ამდიდრებს მაღალი გარჩევადობის გარსშემოხვევითი ჟღერადობით. შექმნილია მომავლისთვის.
სტუდიოს დონის ხმა
ნუ მოგატყუებთ გარეგნობა. ჩართეთ და იმოძრავეთ უზარმაზარ სტერეო პეიზაჟებში Beolab 28-ით. აკუსტიკის მრავალწლიანმა გამოცდილებამ ამ მომენტამდე მოგვიყვანა: მოისმინეთ ყოველი ბუმი, ამოსუნთქვა და რიტმი განსაკუთრებული სისუფთავით და სიღრმით. რაც შეეხება ბასს – მძლავრია, როგორც არასდროს. სტუდიოს დონის ხარისხი, კინოს მასშტაბის ემოცია.
კინემატოგრაფიული ხმა
ფილმის დროა? მოათავსეთ დინამიკების წყვილი თქვენ წინ და შეიგრძენით ამაღლებული სტერეოხმები, ან მოათავსეთ დინამიკები თქვენს უკან და ისიამოვნეთ უნაკლო Surround ხმით. მოწყობილობები სინქრონულად მუშაობენ Bang & Olufsen-ის სხვა დინამიკებსა და ტელევიზორებთან. ეს არის Beolab 28-ის მაგია – შექმნილი, რათა თავი მოვლენების ცენტრში იგრძნოთ.
ადაპტირებადი ხმა
შექმენით უნიკალური მომენტი Beolab 28-ის ხმის მიმართულების ადაპტირებით. პირადი მუსიკალური გამოცდილებისთვის, დაახურეთ ხის პანელები და მიიღეთ იდეალური მოსმენის წერტილი. ფილმის საღამოს ან ვახშამისთვის, გახსენით ფართოდ, რათა ხმა მთელ სივრცეს მოეფინოს და ყველა მოაჯადოვოს.
ოთახის აქტიური კომპენსაცია
Beolab 28 თავის გარემოს საუკეთესოდ იყენებს – დაბალი ტონები აქტიურად ეგუება სივრცეს, ასე რომ ბასი არასდროს დაკარგავს ძალას. განთავსების ადგილს მნიშვნელობა არ აქვს – ეს დინამიკები ნებისმიერ სივრცეს აქცევენ საოცარ მუსიკალურ სტუდიად ან კინოთეატრად. არ არსებობს ზედმეტად ვიწრო კუთხე – მხოლოდ იდეალური ჟღერადობა, ყოველთვის.
დიზაინის ტრადიცია
Beolab 28 იქმნება დანიის Factory 5-ში. თითოეული ალუმინის ნაწილი უმაღლესი დონის მეტალურგების მიერ მუშავდება. ყოველი დინამიკი მოპირკეთებულია განსაკუთრებული ქსოვილით, რომელიც არა მხოლოდ ესთეტური, არამედ აკუსტიკური მიზნებისთვისაცაა შექმნილი. და ბოლო შტრიხი – მუხის ხე ჩვენი ათწლეულების პარტნიორი მომწოდებლებისგან. თითქმის საუკუნოვანი ცოდნა და გამოცდილება ამ ხელოვნებაში ერთიანდება – ასე რომ, წლების შემდეგაც ის უცვლელად დარჩება.
თავად პოულობს თავის ადგილს
Beolab 28 უნივერსალური ელეგანტურობის ნიმუშია. ისევე დახვეწილად გამოიყურება კედელზე, როგორც იატაკზე. მისი გამოკვეთილი სილუეტი არა მხოლოდ სკულპტურულ სილამაზეს ქმნის, არამედ გიზიარებთ ფართომასშტაბიან კინემატოგრაფიულ ჟღერადობას – ნებისმიერი წერტილიდან.
უსადენო კავშირი
დაუკავშირდით უსადენოდ, ჩართეთ მყისიერად და ისიამოვნეთ სრულფასოვანი ჟღერადობით. Beolab 28 შექმნილია ისე, რომ იმუშაოს როგორც კლასიკურ, ისე მომავალ მოწყობილობებთან. იგი შეუფერხებლად თავსებადია AirPlay, Chromecast და Beolink ტექნოლოგიებთან. თითოეულ დინამიკს აქვ სინტუიტიური საკონტროლო პანელი - მართვის სადავეები მუდმივად თქვენს ხელთაა.